სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე დიდი სექს–სკანდალები პოლიტიკაში

ჯონ პროფიუმო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი 1960–იან წლებში იყო.

მისი რომანი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონთან, პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა. 1963 წელს პროფიუმო კრისტინ კილერთან ურთიერთობისას შენიშნეს. რომანი დაახლოებით ორი წელიწადი გრძელდებოდა.

სკანდალი იმან გამოიწვია, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად კილერი ხვდებოდა საბჭოთა სამხედრო საზღვაო ძალების ატაშესა და ამავდროულად ჯაშუშს, ევგენი ივანოვს. ჯონ პორფიუმო, მინისტრთა კაბინეტში გამოსვლისას დანაშაულს უარყოფდა, თუმცა იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. თანამდებობაზე უარის თქმა პრემიერ მინისტრ ჰაროლდ მაკმილანსაც მოუწია.

კილერი კი სხვა დანაშაულისთვის გაასამართლეს და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება სტივენ უორდს, რომელმაც პროფიუმო და კილერი ერთმანეთს გააცნო, სუტენიორობაში დასდეს ბრალი და ამის გამო გაასამართლეს. მან თავი მოიკლა სასამართლოს უკანასკნელ დღეს. ჯონ პორფიუმომ კი მთელი დარჩენილი სიცოცხე ქველმოქმედებაში გაატარა. ამით ბრიტანეთის მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა.

1987 წელს კოლორადოს შტატის სენატორი, გარი ჰარტი „დემოკრატიული პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატურაზე განიხილებოდა. 1987 წლის მაისში, პრეზიდენტობის კანდიდატურაზე წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ სენატორს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მოდელ დონა რაისსთან. ჰარტის მეუღლემ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ აღნიშნული რომანი მედიის მოგონილი იყო, მიუხედავად ამისა პოლიტიკოსის რეიტინგი რამდენიმე დღეში 23 პროცენტით დაეცა. გარკვეული დროის შემდეგ, ფოტოგრაფებმა შეძლეს ჰარტის რომანის ამსახველი სურათების გადაღება, სადაც სენატორს რაისი მუხლებზე ეჯდა. 2 ივნისს კი ეს ფოტოები ჟურნალების გარეკანს „ამშვენებდა“. ჰარტი იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა. აღნიშნული სკანდალის შემდეგ, სენატორი პოლიტიკიდან წავიდა და იურიდიულ საქმიანობას მიჰყო ხელი.

კანაან ბანანა, რომელიც ზიმბაბვეს პრეზიდენტი იყო, დაადანაშაულეს თანამშრომელი მამაკაცების გაუპატიურებაში 1997 წელს. იმ დროისათვის ბანანა პრეზიდენტი აღარ იყო, მაგრამ დიპლომატიური თანამდებობა ეჭირა ორგანიზაცია „აფრიკის ერთიანობა“–ში. ათი წლის მივიწყებული შემთხვევა, ყოფილი პრეზიდენტის დაცვამ გაამხილა, საკუთარ სასამართლო პროცესზე, რომელიც ადამიანის მკვლელობისთვის იმართებოდა. ამ უკანასკნელმა კანონი იმიტომ დაარღვია, რომ მოკლულმა მას „ბანანას ცოლი“ უწოდა. მკვლელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსი მასზე რეგულარულად ძალადობდა. გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ბანანას პრეზიდენტობის პერიოდში, 1980–დან 1987 წლამდე ძალადობის რამდენილე ფაქტი დაფიქსირდა. 1999 წელს ზიმბაბვეს პირველი პირი 11 ადამიანის გაუპატიურებისთვის გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს უარყოფდა და ბრალდებაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავდა. 2001–ში იგი გაანთავისუფლეს და რამდენიმე თვის შემდეგ ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.

ბილ კლინტონს „თეთრი სახლის“ ერთ–ერთ თანამშრომელთან, ლევინსკისთან რომანი კინაღამ კარიერის დასრულებად დაუჯდა. სკანდალი პოლ ჯონსმა, არკანზასის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა წამოიწყო, რომელმაც კლინტონი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. კლინტონი კი უარყოფდა, რომ ლევინსკისთან სექსუალურ კავშირს. ლევინსკიმ პროკურორ კენეტ სტარს ვიდეო მასალა გადასცა, სადაც ასახულია თავის მეგობართან, ლინდა ტიპთან საუბარი. ამ ვიდეომასალაში, ლევინსკი კლინტონთან ურთიერთობის შესახებ ყვება, რომელიც 1995 წლიდან 1997 წლამდე გრძელდებოდა.

აღნიშნულ მასალებთან ერთად, იურიდიულ სამსახურს ცნობილი ცისფერი კაბაც წარუდგინა, რომელზეც კლინტონის სპერმის კვალი იყო. პრეზიდენტი იძულებული გახდა, ეღიარებინა რომ ლევინსკისთან ანალური სექსი ჰქონდა. სასამართლო პროცესი კლინტონს ოთხი მუხლით ასამართლებდა: ორი შემთხვევა სასამართლოში სიცრუისა, კანონისთვის ხელის შეშლა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. 1998 წლის 18 დეკემბერს სასამართლომ კლინტონს ორ პუნქტში, სასამართლოს მოტყუებასა და კანონის აღსრულების ხელის შეშლაში დასდო ბრალი. 12 თებერვალს სენატმა კლინტონი გაამართლა. პოლ ჯონსმა კი სასამართლოდან სარჩელი 850 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გამოითხოვა. კლინტონს დანაშაული ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამაც და მეუღლემაც აპატია.

1999 წელს რუსეთის ერთ–ერთ არხზე აჩვენეს ფილმი „სამნი საწოლში“. ჩანაწერში საკმაოდ ცუდი კუთხით ჩანდა, რომ მამაკაცს, რომელიც რუსეთის გენერალურ პროკურორს, იური სკურატოვს გავდა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ორ გოგონასთან. 1999 წლის 2 აპრილს ის თანამდებობიდან სტატუსის ბოროტად გამოყენებისთვის გაანთავისუფლეს. იური სკურატოვი დანაშაულს უარყოფდა და ჩანაწერს ყალბს უწოდებდა. 2001 წლის 11 მაისს ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესი შეწყდა, რადგან ინტიმური ურთიერთობა ბრალმდებლებმა იურიდიულად ვერ დაამტკიცეს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტს, იაკობ ზუმას 2005 წელს 31 წლის ქალბატონის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი, რომელიც ამავე დროს მისი გარდაცვლილი მეგობრის ქალიშვილი იყო. დაზარალებული აივ–ინფექციით იყო დაავადებული და პოლიტიკოსმა ამის შესახებ იცოდა. 2006 წელს სასამართლომ ზუმა გაამართლა, რადგან მისი დასკვნით ინტიმური ურთიერთობა ორმხრივი თანხმობის შედეგად შედგა. განაჩენი ზუმას ჩვენებისა და ფსიქოლოგების დასკვნის შედეგად გამოიტანეს, დაზარალებული კი კვლავ ჩიოდა. 2007 წელს პრეზიდენტს პოლიტიკური თავშესაფარი ნიდერლანდებმა მისცა. სასამართლო პროცესზე ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ პოლიტიკოსი სექსუალური აქტის დროს თავს არ იცავდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორის ინფექციის შესახებ იცოდა. ყოველივემ იაკობ ზუმას რეპუტაციაზე ვერ იმოქმედა და 2009 წელს იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.

პარაგვაის პრეზიდენტი, ფერდინანდ ლუგო პოლიტიკაში მოსვლამდე, კათოლიკე ეპისკოპოსი იყო. მისი პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წელს სამმა ქალბატონმა ერთად შეიტანა სასამართლოში საჩივარი. ისინი აცხადებდნენ, რომ ლუგო მათი შვილების მამაა. 26 წლის ვივიენ კარილის ვაჟი 2007 წელს, ლუგოს ეპისკოპოსობის დროს დაიბადა. ბენინ ლეგისამონმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი მისი შვილის მამაცაა, რომელიც 2002 წელს დაიბადა. მესამე საჩივარი აქტივისტ, ჰორტენზია მორანს ეკუთვნოდა. თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა „დნმ“– ის ანალიზმა აჩვენა, რომ პოლიტიკოსს მორანთან არაფერი აკავშირებს. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ვივიენის შვილი მისიცაა, მაგრამ მამობრივი უფლებების ამ ბავშვზე გავრცელება არ ისურვა. აღნიშნული სკანდალის შემდეგ ფერდინანდ ლუგოს რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.

ინტერნეტპორტალ, „ვიკილიქსის“ შემქმნელი, ჟულიან ასანჟი, 2010 წლის დეკემბერში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. 2010 წლის აგვისტოში, შვედეთის პოლიციას ორმა ქალბატონმა მიმართა, რომლებიც ასანჟის ძალადობაში სდებდნენ ბრალს. ასანჟი ლონდონში დააპატიმრეს და მოგვიანებით თავდებით გაანთავისუფლეს. ამ დროისათვის ინგლისის კანონის თანახმად ჟულიან ასანჟის შვეიცარიაში ექსტრადირების საკითხები განიხილება. თებერვალში ლონდონის სასამართლომ ასანჟის ექსტრადირების პირობები დაადასტურა, მაგრამ „დამნაშავის“ ადვოკატებმა აპელაციაზე განცხადება შეიტანეს.

„Hewlett-Packard“–ის ხელმძღვანელმა, მარკ ჰერბმა თანამდებობა 2010 წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც სკანდალი აგორდა, მისი და ყოფილი მსახიობის, ჯუდი ფიშერის ინტიმურ ურთიერთობაზე. ფიშერმა ჰერბი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. გამოძიებამ ძალადობა არ დაადასტურა, მაგრამ გაირკვა, რომ ფიშერი ორი წლის განმავლობაში კომპანიის ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის იყენებდა, ამის გამო ჰერბი იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა. მან კომპანია დატოვა, მაგრამ შეინარჩუნა 12,2 მილიონი ამერიკული დოლარი და კომპანიის აქციების 34,6 პროცენტი. 2011 წლის სექტემბერში კი იგი „Oracle“–ის თანაპრეზიდენტი გახდა. „HP“–ის აქციონერებმა ჰერბის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. მათი განცხადებით ბიზნესმენის სკანდალმა და სხვა კომპანიაში გადასვლამ, „HP“–ის 9 მილიონი ამერიკული დოლარი დააკარგვინა. ისინი ამ თანხის კომპენსაციას ითხოვენ.

2011 წლის იანვრიდან იტალიის პროკურატურა, ამავე ქვეყნის პრემიერ–მინისტრის სილვიო ბერლუსკონის საქმის განხილვასა და გამოძიებას აწარმოებს. მას არასრულწლოვან მეძავ გოგონასთან, კარიმ ელმართან, მეტსახელით რუბი, ინტიმურ ურთიერთობაში სდებენ ბრალს. რუბი იყო ერთერთი იმ 33 გოგონასგან, რომლებიც მონაწილეობას სექს–წვეულებაში, სახელწოდებით „ბუგი–ბუგი“, იღებდნენ.

პროკურატურა ცდილობს, პასუხისმგებლობა ამ საღამოს ორგანიზატორ სამ ქალბატონს დააკისროს. ბერლუსკონიმ აღიარა რომ გოგონას 45 ათასი ევრო აჩუქა, რათა საკუთარი სილამაზის სალონი გაეხსნა, მაგრამ პოლიტიკოსი ინტიმურ ურთიერთობას უარყოფს. პრემიერ–მინისტრის თქმით, მან რუბის ფული იმიტომ მისცა, რომ პროსტიტუციისგან გადაერჩინა. იტალიის პრემიერ–მინისტრი სექს–სკანდალში პირველად არ გაეხვია. 2009 წელს მისმა მეორე ცოლმა, ვერონიკა ლარიომ განაცხადა, რომ მეუღლეს გაეყრება, რადგან იმ დროისათვს გავრცელებულ ფოტოებზე ბერლუსკონი 18 წლის მოდელთან ერთადაა ასახული. სკანდალების შედეგად, სილვიო ბერლუსკონის რეიტინგი 2011 წლის აპრილის შემდეგ 31 პროცენტამდე დაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100