სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო, ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო"

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში გარდაცვლილი 14 წლის მარიამ კელენჯერიძის ოჯახი პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების თქმით, 14 წლის გოგონამ თავი 2013 წლის 27 ნოემბერს ბიძის საცხოვრებელი სახლის აივანზე ჩამოიხრჩო, გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.
როგორც გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, სავარაუდოდ მარიამი ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შემდეგადაც თავი ჩამოიხრჩო.
გარდაცვლლილი გოგონა თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა სასაფლაოზე ნახეს, სადაც ის უცნობ პიროვნებას ტელეფონით ესაუბრებოდა და ამბობდა, რომ მას სიცოცხლე აღარ უნდოდა.
"გარდაცვლაბამდე ერთი დღით ადრე ჩემი გოგონა მეზობელმა სასაფლაოზე დაინახა. თურმე ტიროდა და ვიღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდა. როგორც მეზობელი ამბობს, ვიღაცას ეუბნებოდა, რომ თავს მოუიკლავდა. ვვარაუდობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახში ვერ გაამხილა და თავი მოიკლა. პოლიციას უკვე წლებია ვეხვეწები ჩაუტარონ ჩემს გარდაცვლილ შვილს ექსპერტიზა ან მოიკვლიონ ვის ესაუბრებოდა გარდაცვალებამდე ჩემი შვილი და ეუბნებოდა, რომ თავს მოიკლავდა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,"- ამბობს გარდაცვლილის დედა.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის თინათინ მგელაძის თქმით, ცხედარს მუცლის არეში სილურჯე აღენიშნებოდა, რაც როგორც ადვოკატი ამბობს, ძალადობის ნიშნებზე მიუთითებდა.
"გარდაცვლილს მუცლის არეში სილურჯე ჰქონდა. სავარაუდოდ ფეხი აქვს ჩანარტყამი. საქმის მასალებს გამომძიებლები არ მაწვიდან. უახლოეს დღეებში ცხედრის ამოსვენებას და ექსპერტიზის ჩატარებას ვგეგმავთ. დიდი ალბათობით გოგონა ძალადობის მსხევრპლი იყო, რის გამოც თავი მოიკლა,"- აცხადებს ადვოკატი თინათინ მგელაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახს მათთვის ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით არ მიუმართავს. ხოლო მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100