სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რას წერენ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაზე ცნობილი ქართველები

იური ვაზაგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილი მკვლელების დასჯისთვის, გუშინ გარდაიცვალა. ის თავისი ვაჟის საფლავზე ააფეთქეს. აღნიშნულმა ფაქტმა შეძრა ქართული საზოგადოება, მათ შორის არიან ცნობილი ქართველებიც. აი, რას წერენ ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

ლალი მოროშკინა: როგორ ამოგშალო ტელეფონიდან????
მერე ვის ვეწუწუნო?????
მერე ვინ მომცეს მამა-შვილური რჩევები????
ვისი იმედი მქონდეს ამ ბობოქარ ქვეყანაში????
რა ეგოისტი ვყოფილვარ იურა......

ზურა ხაჩიძე: რა კაცი მოკლეს ბატონი იური :((( სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ და დასაჯონ უმკაცრესად :((

გოგა ხაჩიძე: თუ გვინდა, რომ საყოველთაო განუკითხაობის უფსკრულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი არ გადავდგათ, უსწრაფესად და ობიექტურად უნდა მოხდეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის შემდეგ თქვეს, რომ ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა. ვაზაგაშვილის საშინელი მკვლელობის შემდეგ თქვეს, რომ ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა. უცნაური დამთხვევაა აშკარად!

ნინო ჯანგირაშვილი: სამმაგად მძიმე ამბავი: ძალიან კარგი ადამიანი გარდაიცვალა. შემზარავად საკრალურია უკვე ამ ოჯახის ტრაგედია. და კიდევ – იმის განცდა, რომ სანამ შენი შს მინისტრი გაარკვევს, თალიბანი კაცია თუ ნამცხვარი, შეიძლება საკუთარ საძინებელში აგაფეთქონ და ამისთვის არავინ დაისაჯოს. ძალიან ვწუხვარ ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო.

ნათია ფანჯიკიძე: რა სისასტიკის მკვლელობას აღარ "მივეჩვიეთ".... ასეთი რამე ვის ბნელ ტვინში დაიბადა?????????????

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100