სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იბერია ბიზნეს ჯგუფის და ფონდ იავნანას საქველმოქმედო კონცერტი.

15 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოში ყველაზე დიდი საავტომობილო ჰოლდინგის - იბერია ბიზნეს ჯგუფისა დაფონდ იავნანასერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.საღამოზე წარმოდგენილი იყოქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლდინგის კლიენტები დაპარტნიორები, ასევე ფონდ იავნანას მეგობრები და სპეციალური სტუმრები.

იბერია ბიზნეს ჯგუფის საქმიანობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ეხება და უკვე 15 წელია ჰოლდინგი ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებელს. საქართველოში აიბიჯი რამდენიმე მსოფლიოში ცნობილ საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია (Volkswagen, Audi, Skoda, Seat, Kia Motors, Mitsubishi Motors, Renault, Peugeot) და უზრუნველყოფს ავტომობილებისათვის ყველა საჭირო მომსახურეობას.

იბერია ბიზნეს ჯგუფის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც მოიცავს ტაძრების მშენებლობას და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიური მონაწილეობის მიღებას. მაგალითად აქცია „აირჩიე კია და შეცვალე მომავალი ფონდ იავნანასთან ერთად.“

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჰოლდინგმა გადაწყვიტა თავის მომხმარებლისა და პარტნიორებისათვის საახალწლო საჩუქრად გადაეცა საქველმოქმედო საღამოს მოსაწვევები, ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენს მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება და მათთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი) - იბერია ბიზნეს ჯგუფი მადლობას უხდის ყველა თავის მომხმარებელს ერთგულებისათვის, რომ არა ისინი ჰოლდინგი ვერ შეძლებდა ასეთი ქველმოქმედების გაკეთებას და ამ მრავალშვილიანი ოჯახის დაბინავებას. არაფერი შეედრება იმ სითბოს გამოხატულებას რასაც ეს პატარები ბინის გადაცემის მერე თვალებიდან ასხივებდნენ. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ჩაერთონ ქველმოქმედებაში და მათი საქმიანობა ბევრად უფრო სასიამოვნო გამოვა.ჩვენი მხრიდან კი დიდ მადლობას ვუხდით ფონდ იავნანას.

პაატა ბურჭულაძე (ფონდ იავნანას პრეზიდენტი )- დღეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი დღე, ფონდი იავნანა ყოველთვის მხარს უჭერსსაქველმოქმედო ინიციატივებს. იბერია ბიზნეს ჯგუფი არის ჰოლდინგი რომელთანაც სისტემატურად ვთანამშრომლობთ და მათ ამისთვის მიდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ჩვენმა თანამშრომლობამ რომელიც პატარ-პატარა აქციებით დაიწყო დიდი შედეგი გამოიღო და შევძელით სუხიშვილების დახმარებით ამხელა ღონისძიება გაგვემართა და დავხმარებოდით 7 შვილიან ოჯახს. მე ასეთი დღეებით უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100