ივანიშვილი თბილისში უნივერსიტეტის აშენებას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

ფონდი „ქართუ“ თბილისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ააშენებს.

„ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. უკვე შევხვდით სხვადასვა საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. უნივერსიტეტი აშენდება თბილისში, რადგან თბილისი ინფრასტრუქტურულად, ტერიტორიულად ყველაზე მომგებიანია ასეთი ფართო და მსხვილი პროექტებისთვის. პროექტი არის რამდენიმე წლიანი, რადგან იქნება გათვლილი დიდი რაოდენობის სტუდენტებისთვის.

აშენდება საუნივერსიტეტო კამპუსიც“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი