სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2015 წელს საქართველოში პენსიის სოციალური კატეგორიის მიხედვით ზრდა აღარ მოხდება

2015 წელს პენსიის სოციალური კატეგორიის მიხედვით ზრდა აღარ მოხდება და 1-ელი სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ფინანსთა მინისტრისგან მოისმინეს სრული ინფორმაცია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100