თურქული კომპანია თბილისში პროექტების განხორციელებით დაინტერესდა

თბილისის მერი დავით ნარმანია თურქული კომპანიაანადოლუ ისუზუ გრუპისწარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.

კომპანია „ისუზუმ“ და თურქული „ანადოლუ ჯგუფის“ კონსორციუმმა საქართველოში ფარავანჰესი ააშენა. ამჯერად, კომპანია თბილისში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით დაინტერესდა. კერძოდ, ,,ანადოლუ ისუზუ გრუპი“, რომელიც მუნიციპალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც აწარმოებს, თბილისში საკუთარი პროდუქციის გაყიდვით დაინტერესდა.

კომენტარი