სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გირჩევთ ყველას რომ ნახოთ ფილმი "ნაღმი"

ისეთი რეცენზია წავიკითხე ფილმზე - "ნაღმი", რომ დაუოეკებელი სურვილი გამიჩნდა მენახა, რა ახალი უბედურება ტრიალებს ჩვენს თავზე.

ბატონმა კოტე კერესელიძემ ბრძანა, თავის რეცენზიაში:

პირველი მაღალი დონის, კომერციული ქართული ფილმი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმატებით მოივლის მსოფლიო ეკრანებს და იგი იქნება, ფილმი-გაფრხილება: "არ ჩახვიდეთ საქართველოში, იქ მანიაკები ცხოვრობენ!

მთელი ბავშობა ვოცნებობდით, რომ გვღირსებოდა, ამერიკის ნახვა, რისი შანსიც იმ დროში, ნულის ტოლი იყო. როდესაც გამოჩნდა პირველი ვიდეო მაგნიტაფონები და შევძელით გვენახა, უამრავი ამერიკული ტრილერი და საშინელებათა ფილმა, დავრწმუნდით იმაში, რომ ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა, მანიაკი მკვლელია, მიუხედავად ამისა, ამერიკის ნახვის სურვილი, უფრო გაგვიმძაფრდა. კოტეს ლოგიკით, არც ერთი ტურისტი არ უნდა ეწვიოს რუმინეთს, დრაკულას გამო. რეალობაში პირიქით ხდება, ტურისტების უმრავლესობა, სწორედ ტრანსილვანიის სანახავად სტუმრობ რუმინეთს. თუ ჩვენი ახალგაზრდა რეჟისორები შეძლებენ შექმნან მსგავსი ბრენდის, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

ფილმის შემქმნელებმა რთული მისია იკისრეს, დაუკრეფავში შევიდნენ, საშინლად დიდი კონკურენციის პირობებში, მამაცურად ეკვეთნენ სცენარს და ნამდვილად წარმატებით გაართვეს თავი.

ულამაზესი ბირთვისის ხედების ფონზე, ძალადობრივი სცენები ბრწყინვალე მიგნებად მიმაჩნია, იგი თავისებურად ამძაფრებს და ამავდროულად უფრო სანახაობრივს ხდის მოვლენებს.

რაც შეეხება მსახიობების თამაშს. ამერიკელი მსახიობი გოგონას, ძალიან ლამაზი, სერიალების ვარსკვლავის, თამაშს, მის როლში ნამდვილად უკეთ ითამაშებდა რომელიმე ჩვენი ნიჭიერი მსახიობი. არ მესმის, როგორ არავინ მოინახა, ვინც მაგ როლს მოირგებდა? როგორც რუსები იტყვიან, она переигривает, ჩემი მოკრძალებული აზრით. სხვა როლებში მოთამაშეებზე ნამდვილად კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. არ შემიძლია რომ არ ავღნიშნო, სექსუალური მანიაკის როლში, კოტე თოლორდავას ბრწყინვალე თამაში. ასევე გენიალურად შეასრულა როლი, ამერიკელმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ფილმში კოტეს გმირს უპირისპირდება.

სიუჭეტი, განსაკუთრებით ძალადობრივი სცენები ბირთვისში, ცოტა გაწელილი მეჩვენება, მაგრამ ფინალი? - ფინალმა უბრალოდ დაგლიჯა!!!

ბოლო დროის ქართული ფილმებიდან, "მანდარინები" ითვლება წარმატებულად. სამწუხაროდ პირველი სცენებიდან, უკვე მივხვდი, რა იქნებოდა ფილმის ფინალი, ხოლო რაც შეეხება ნაღმს", ვერაფრით შეიძლებოდა იმის წარმოდგენაც კი, თუ რა გველოდა ბოლოში.

შემოპარული უკმაყოფილება, ფილმის გაწელილი სცენების გამო, მოულოდნელად, თითქმის ისე, მოქნეული ხმალი რომ კვეთს თავს, წამიერად ქრება და რჩება აღტაცება, მომინდა მეყვირა ბრავო ბიჭებო! ბრავო სცენარის შემქმნელებო! ბრავო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფილმის შექმნაში წვლილი შეიტანეთ! გამოგივიდათ! პირველი ქართული კომერციული ტრილერი, ნამდვილად გამოგივიდათ!

ბოლო სცენაზე, გენიალური სესილიას მიერ შესრულებული, უტყვი მონოლოგი გამახსენდა, როცა ის მარიტას ნატანჯ სხეულს დაცქერის, არ ვაბუქებ, ნამდვილად ასე იყო. სწორედ ფინალი განასხვავებს "ნაღმს", უამრავ სხვა ქვეყნებში შექმნილ, მსგავსი ფილმებისაგან. ფინალი კი, მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ფილმისათვის.

არ მოგწონს წიგნის ყდა, ან ავტორი? - ნუ წაიკითხავ, ან დაიწყე და თუ არ მოგეწონა, შეგიძლია დახურო!

არ მოგწონს, რომელიმე სატელევიზიო არხი, ან გადაცემა? - ნუ უყურებ!

ფილმთან ცოტა სხვა ვარიანტია, ჯერ უნდა ნახო და მხოლოდ მერე შეგიძლია გადაწყვეტა, ღირდა თუ არა? სხვა გზა არ არის!

დარწმუნებული ვარ, არავინ იტყვის, ნახვის მერე, რომ არ ღირდა ნახვა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100