“ნაღმი “ ახალი სიტყვა ქართულ კინემატოგრაფიაში

არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში ხარისხიანი ფილმის გადაღება? ფილმის, რომელიც დიდი დაინტერესების გარდა სარფიან შემოსავალსაც მოუტანს კინომწრარმოებლებს.

კიდევ შეგვიძლია თუ არა შევქმნათ პროდუქტი, რომლითაც მსოფლიოს დავაინტერესებთ ? ფაქტი ერთია: კინოს გასავითარებლად მხოლოდ მცირებიუჯეტიანი არტ-ჰაუსები არ არის საკმარისი, მსოფლიოს საერთაშორისო კინობაზარი კი დაკვირვებით ელოდება რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი ქვეყანა კინოს გასავითარებლად. გამოწვევა მიღებულია.

სარკე სტუდიამ და ლევან ბახიამ, ახალი ქართული ფილმის გადაღება გადაწყვიტა. 247 ფარენგეიტის შემდეგ ნაღმი უკვე მეორე დამოუკიდებელი პროექტია რომელლითაც ფილმის შემქმნელები საერთაშორისო კინობაზრის აფეთქებას აპირებენ, ხოლო საქართველოში კი კომერციული კინოს ბიზნეს მოდელად ჩამოყალიბებას.

ის რომ ფილმი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამაზე მთელი მისი შექმნის პერიოდი მეტყველებს, გადაღების დროს ფილმის გულშემატკივრებისთვის facebook-ში იდებოდა ეპიზოდები, რომელიც ფილმის გადაღების პროცესს, მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს აცნობდა მაყურებელს. ფილმი ინგლისურენოვანია, მასში უცხოელი და ქართველი მსახიობების იღებენ მონაწილეობას, მაღალი ხარისხი, საინტერესო სცენარი და 700 000 $ ანი ბიუჯეტი, ყველა ამ კომპონენტით სარკე სტუდია ფილმის მსოფლიოსთვის ჩვენებას შეეცდება.

საქართველო კინოთეატრებში 23 ოცტომბრიდან ნარღმი მოდის მოქმედებაში.

კომენტარი