სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა გოგონამ ძვირფასი თვლებით მორთული მანქანით მთელი ბრიტანეთი გააოცა

21 წლის რუსმა სტუდენტმა დარია რადიონოვამ ლონდონელები შოკში ჩააგდო. სპეციალურად ხალხზე შთაბეჭდილების მოსახდენად გოგონამ საკუთარი მერსედესი სვაროვსკის ძვირფასი თვლებით მორთო და მიზანსაც მიაღწია.

ელიტური სასწავლებლის სტუდენტი დარია ბრიტანული მედიის ფურცლებზეც კი მოხვდა, „რუსმა გოგონამ არაბ პლეიბოიებს გადაუჯოკრა“ - წერს დეილი მეილი. დარია ადგილობრივ სენსაციად აღიარეს, ქუჩაში გამვლელები ინტერესით ათვალიერებენ მის ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ დარიას Мерседес CLS 350 ძვირფასი თვლების გარეშეც შთამბეჭდავი გახლავთ და მისი ფასი 40 ათასი დოლარია, დამატებითი აქსესუარები კი 32 ათასი დოლარი დაჯდა.

„როდესაც ამ მანქანას გავყიდი ფულს, აღებულ მთლიადან ქველმოქმედებაში დავხარჯავ“ - განაცხადა დარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100