სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი გოგონების ამ ვიდეომ ამერიკული ინტერნეტ სივრცე დაიპყრო (ვიდეო)

"სამი გოგონას მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა თქვენ სხვა დროში გადაგიყვანთ", - ამ სათაურით უცხოური გამოცემა "huffingtonpost.com" ქართული ფოლკლორული ჯგუფის "მანდილის" ვიდეოს აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ სასიყვარულო სიმღერა ყველას აღაფრთოვანებს.

"მათი ხმები ერთმანეთთან ისე ჰარმონიულად ჟღერს, ამ დროს ისინი გზაზე სიარულისას მღერიან. სიმღერა აღმოსავლეთ საქართველოს მთებიდანაა, კერძოდ კი ხევსურეთიდან და აღწერს ძველ, ტრადიციულ, სასიყვარულო ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის.", - აღნიშნავს ავტორი.

ვიდეო თავდაპირველად "ფეისბუქზე" გავრცელდა. ის უცხოურმა ფეისბუქ-გვერდ "Walk Off The Earth"-მაც გამოაქვეყნა წარწერით: "სიტყვები არ მესმის, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს. მათი მელოდია შთამბეჭდავად მშვენიერია".

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 11 ათასამდე გაზიარება და 32 ათასამდე მოწონება აქვს. კომენტარებში კი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ადამიანები გოგონებისადმი საქებარ სიტყვებს არ იშრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100