სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი...

30 წლის წინ ამერიკელი ფსიქოლოგი ნორმან კაზინსი სერიოზულად გახდა ავად, მას დაუსვეს დიაგნოზი – კოლლაგენოზი. მისი მდგომარეობა მართლაც კრიტიკული იყო, სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი დიაგნოზით ყოველი ათასი ავადმყოფიდან მხოლოდ ორი ინარჩუნებდა სიცოცხლეს.
ნორმანი პრაქტიკულად უკვე პარალიზებული იყო. პაციენტის მდგომარეობა ექიმებმა უიმედოდ შეაფასეს და ის გაწერეს საავადმყოფოდან.

მაშინ კაზინსმა გაიხსენა, რომ ბევრი მისთვის ცნობილი მეცნიერი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიცილით გამოწვეულ დადებით ემოციებს. პრაქტიკულად უმოძრაო ავადმყოფმა ითხოვა დაემონტაჟებინათ მის ოთახში კინოპროექტორი და დაიწყო ერთიმეორის მიყოლებით კომედიური ფილმების ყურება.

პირველივე 10 წუთიანი სიცილის მერე მან შეძლო ორი საათით ტკივილის გარეშე დაძინება. ხოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში თითქმის შეუწყვეტელი სიცილის შემდეგ – ფილმებს შორის შესვენებების დროს მას უკითხავდნენ ანეგდოტებს– ტკივილები საერთოდ გაქრა.

მოგვიანებით კაზინსმა გამოიანგარიშა, რომ ის იცინოდა ყოველდღე მინიმუმ 6 საათი. ამავე დროს მისი მეგობარი ექიმი ატარებდა სისტემატიურ გამოკვლევებს. ის აანალიზებდა სისხლის მდგომარეობას სეანსამდე და სეანსის შემდგომ. შედეგები აჩვენებდნენ რომ კანის ანთება თანდათანობით ცხრებოდა.

სიცილის თერაპიის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ავადმყოფმა შეძლო თითების ამოძრავება, ხოლო კიდევ ერთი თვის მერე მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლო ლოგინში გადაბრუნება.

შემდეგ კი, თანდათანობით, მან კვლავ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ცხენით ჯირითი და ჩოგბურთის თამაშიც კი.

ექიმები, რომლებიც თვლიდნენ, რომ კაზინსი განწირული იყო, რამოდენიმე წლის მერე გაოცებისგან გაშეშდნენ როცა ის სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერი იხილეს.

ამის შემდეგ ნორმან კაზინსს შეარქვეს „ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100