სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელ ერს უყვარს ყველაზე მეტად ალკოჰოლი? უახლესი სტატისტიკა

რომელ ქვეყანაში სვამენ ყველაზე ხშირად ალკოჰოლურ სასმელებს? უახლესი სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება.

რომელ ქვეყანაში სვამენ ყველაზე ბევრ ლუდს? ალბათ უმრავლესობის პასუხი გერმანია იქნება, თუცმა ცდებით! ყველაზე ხშირად ლუდს ამერიკასა და კანადაში მოიხმარენ.

მსმელთა რიგებში შევიდა რუსეთიც. როგორც აღმოჩნდა აქ ყველაზე მეტად სპირტიან სასმელებს მიირთმევენ. საფრანგეთში კი ღვინოს ეტანებიან.

ამ სიაში ვერ მოხვდნენ ისლამისტური ქვეყნები, რადგანაც მათ ალკოჰოლის მიღებას რელიგია უკრძალავთ.

საკვირველია ის ფაქტი, რომ ისეთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები როგორებიც ჩინეთი და ინდოეთი არის, უფრო ნაკლებ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარენ, ვიდრე პატარა ბელორუსიაში. ხოლო აფრიკული ქვეყნებში - გაბონსა და ნამიბიაში იამზე მეტ ლუდს სვამენ, ვიდრე გერმანიაში.

ეს კვლევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და თან ფოტოც დაურთო, რომელზეც გამოსახულია თუ რომელ ქვეყანაში რა სასმელს და რა რაოდენობით იღებენ.

რაც შეეხება საქართველოს, თუ რუკას დააკვირდებით ნახავთ, რომ ის ღვინის მსმელთა ქვეყნებშია შესული, რომელიც მოწითალო ფერითაა აღნიშული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100