სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილი ჩინური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმ ჩინელ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც გადიან საერთაშორისო საავტომობილო ტურს "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუ მის გზაზე"

პროექტის მონაწილეები საქართველოში 20 აგვისტოს შემოვიდნენ. გიორგი მარგველაშვილს მათ ამ პროექტის დეტალები გააცნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჩინელ ჟურნალისტებმა ქვეყნის პირველ პირთან ინტერვიუც ჩაწერეს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტგამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ჩინურენოვანი მოსახლეობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა.

საავტომობილო ტური „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ისტორიული აბრეშუმის გზის სათავიდან, ჩინეთის ქალაქ სიანში აიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100