სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტროში მატარებლების გაჩერება, ასობით მგზავრის ევაკუაცია და პრობლემები, რომლებიც დენის გათიშვამ შექმნა

ელექტროენერგიის მასშტაბური შეზღუდვის გამო თბილისის მეტროსადგურებიდან წუხელ ასობით მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გვირაბში ოთხი მატარებელი გაჩერდა, მგზავრთა ვაგონებიდან გამოყვანა კი მას შემდეგ მოხერხდა, რაც თბილისის “მეტროპოლიტენის” ადმინისტრაციამ დენის ალტერნატიული წყარო ჩართო.

“22:33 საათზე გაგვეთიშა “თელასის” ყველა შემომყვანიდან ძაბვა. ჩვენი გენერატორების საშუალებით – ორი სადიზელო სადგური გვაქვს, ვუზრუნველყავით 4 მატარებლიდან მგზავრების გამოყვანა. ორი მატარებელი საბურთალოს ხაზზე, 2 კი დიდ ხაზზე იყო გაჩერებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის “მეტროპოლიტენის” ტექნიკურმა დირექტორმა ლევან მეხრიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100