სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ივერიაბეთმა“ გათამაშების გამარჯვებულებს პორშე მაკანი და სხვა სოლიდური პრიზები გადასცა

ინტერნეტ ტოლალიზატორმა „ივერიაბეთმა“ წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. პრიზების გადაცემის ცერემონია ივერიაბეთის ტოტალიზატორში, რუსთაველის # 31/13-ში გაიმართა.

ივერიაბეთის გათამაშების ყველაზე იღბლიან გამარჯვებულს ნიკა კაკოიშვილს 100 000 ევრომდე ღირებულების პორშეს უახლესი მოდელი ავტომობილის - მაკან ტურბოს გასაღები საზეიმო ვითარებაში გადაეცა. 

„ივერიაბეთის გათამაშების შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, იმედი მქონდა რომ რაიმე პრიზს მაინც მოვიგებდი, რადგან საკმაო რაოდენობის ბილეთები დავაგროვე. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული და ემოციურია“- განაცხადა მანქანის მფლობელმა ნიკა კაკოიშვილმა.

მთავარი პრიზის გარდა, იღბლიან მოთამაშეებს სხვა სოლიდური საჩუქრები გადასცეს: 10 დღიანი საგზური მალდივის კუნძულებზე (5 ვარსკვლავიან სასტუმროში ორ პიროვნებაზე) და უზარმაზარი 140 სმ ეკრანიანი 3D ტელევიზორი სამსუნგის ახალი მოდელის კინოთეატრთან ერთად. ასევე სამი ცალი 1 კვირიანი საგზური ბათუმის რადისონში (2 პიროვნებაზე), სამი ცალი Ipad air 4G და სამი ცალი Samsung S5.

„ეს არის ინტერნეტ ტოტალიზატორ ივერიაბეთის პირველი გათამაშება, ვულოცავ ჩვენს იღბლიან გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებ. გპირდებით, რომ ივერიაბეთი მომხმარებელს მსგავს გათამაშებებს და კონკურსებს სისტემატიურად შესთავაზებს“ - განაცხადა ივერიაბეთის მარკეტინგის მენეჯერმა თათუკა ჯავახიშვილმა.

ივერიაბეთის გათამაშება 15 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდა. ხოლო გამარჯვებულები, პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 13 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყების წინ გამოვლინდნენ. სპეციალურ დოლურაში მოთავსებული ნახევარ მილიონამდე ბილეთიდან, 12 ბილეთი მომგებიანი იყო.

გრანდიოზული გათამაშების გარდა, ივერიაბეთის ფეისბუქის გვერდზე, მუდმივად იმართება მინი კონკურსები. მაგალთად, 13 ივლისს ასევე გამოვლინდა Iveriabet FanApp კონკურსის გამარჯვებული, რომელიც მიიღებს 5,000 ლარის ივერიაბეთისგან. ასევე, მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ შექმნან საკუთარი ფსონები და იხილონ ისინი კომპანიის ვებ-გვერდზე.

სპორტული ინტერნეტ ტოტალიზატორი ივერიაბეთი, „სამორინე ივერიას“ ახალი ინტერნეტ-პროექტია. ვებ-გვერდი iveriabet.com ოფიციალურად 2014 წლის 5 ივნისს გაიხსნა და ბაზარზე წარმატებით და აქტიურად ვითარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100