სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერს კალაძე შევარდნაძის ღვაწლზე?

კახი კალაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“ვუსამძიმრებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ყველა ჭირისუფალს საქართველოსა და უცხოეთში.

მნიშვნელოვანი და დაფასებულია მისი წვლილი თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკაში. ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ე.წ. 'ცივი ომის' დასრულებაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის რუკის ცვლილებაში.

ედუარდ შევარდნაძის დროს ურთულეს პირობებში მყოფმა საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯები ევროპისკენ. ქვეყანა ჩაერთო რამდენიმე საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტში.

მისი სახელი შესულია ქართული და საერთაშორისო პოლიტიკის მატიანეში.

პატივისცემით
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი
კახა კალაძე” - ნათქვამია განცხადებაშო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100