მომიტინგეები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს

მომიტინგეების მიმართულებით სპეცრაზმი დაიძრა, სპეცრაზმს უკან კი წყლის ჭავლის სპეციალური მანქანა მოჰყვებოდა. მათ მომიტინგეების წინააღმდეგ უკვე წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სიტუაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა "მაესტროში", თუმცა, ტრანსლაცია შეწყდა. სპეცრაზმი ბარიერებთან შეჩერდა და მოწოდების შემდეგ, დაშლილიყვნენ, მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენა. მომიტინგეთა ცალკეულმა ჯგუფებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, ცალკეული შეტაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა. ამ დროისთვის რუსთაველი მთლიანად გაწმენდილია მომიტინგეებისგან. შეტაკებების დროს რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმა, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ამ წუთებში რუსთაველზე პატრული მუშაობს, რათა მოძრაობა აღადგინოს.

კომენტარი