ოთარ ჩრდილელი : "ხუდონჰესი ქვეყნისთვის მომგებიანი პროექტია"

რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის მშენებლობა და უნდა განხორციელდეს თუ არა პროექტი - ეს კითხვა ქართულ პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია ისმის. რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ასეთია - ხუდონჰესი საჭიროა ქვეყნისათვის და უნდა აშენდეს, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაკმაყოფილდეს.

ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი:

"მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ჩართული და კარგად არ ვიცნობ ამ საკითხს, მიმაჩნია რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტი მომგებიანია. აუცილებელია მთავრობა და ხალხი შეჯერდნენ. ჩვენი ხელისუფლება იმპერატიულად, ხალხთან დაუკითხავად არაფერს გადაწყვეტს, მაგრამ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. "

კომენტარი

×