სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში 15 წლამდე გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს-მას ყელზე აღენიშნება თოკის კვალიც

გორში, სტალინის ქუჩაზე 15 წლამდე გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, არსებული ინფორმაციით, გოგონას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის ყელზე - თოკის კვალიც.
ამასთან, უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი გამვლელმა სტალინის სახლ-მუზეუმთან ახლოს მდებარე 9-სართულიან კორპუსთან შენიშნა.
იგი წუხელვე გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100