სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ბეჟაშვილი: " ადგილობრივები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობაში უნდა დავარწმუნოთ"

"საქართველოსთვის ხუდონჰესის პროექტი და ენერგეტიკული სექტორის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს უნდა გაიზარდოს დუსტრიული შესაძლებლობები და ნებისმიერი მთავრობის ამოცანა უნდა იყოს საწარმოების გახსნა და ა.შ. ქვეყანას გავითარების კვალდაკვალ სჭირდება ახალი ენერგეტიკული რესურსები. როგორც საექსპორტოდ ასევე შიდა რესურსებისთვის." _ აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი.

რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტის განხორციელება, ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა"-ს წევრი, დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს:

" მთავრობა ყოველთვის უნდა ეძებდეს ახალ საშუალებებს ამ ენერგიის წყაროების მისაღებად. ხუდონჰესი ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. თუმცა აუცილებლად ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და პოზიციაც უნდა გავითვალისწინოთ. უნდა შევეცადოთ, გავაგებინოთ და დავარწმუნოთ ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობაში. მაგრამ, იმავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ის ყოფითი თუ კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც იმ კონკრეტულ არეალს უკავშირდება, სადაც ჰესი უნდა განთავსდეს. ამიტომ ამ საკითხს ერთობლივი მიდგომა და გადაწყვეტილების მიღება სჭირდება."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100