სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი რამიშვილი: "ხუდონჰესის მშენებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა"

ხუდონჰესის მშენებლობის გადამწყვეტ როლზე ქვეყნის განვითარებისთვის, ბიზნესმენები კვლავ აქტიურად საუბრობენ, ასევე ამ მიმართულებით მთავრობის მეტი აქტიურობის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ მოსახლეობასთან მუშაობით უნდა შემოიფარგლებოდეს.

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობის რომ არის, ამაზე არავინ დაობს, რადგან დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია.

„ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ტოლფასია. ხელშემშლელი ფაქტორები გამორიცხულია, თუ პროექტში ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ეკონომიკის განვითარების პროპორციულად, ენერგორესურსების მოხმარება რომ იზრდება, ეს ყველასთვის ცხადია და ჰესის მშენებლობა მხოლოდ ახალი საექსპორტო სექტორის გაჩენას არ ემსახურება. ბიზნესმენები, 3–4 წელში ელექტროენერგიის გარდაუვალ დეფიციტზე მიანიშნებენ.

„ელექტროენერგია გაზრდილი ეკონომიკისთვის საკმარისი აღარ იქნება. მომავალში რუსეთიდან იმპორტიც შეიზღუდება, რადგან მოხმარება იქაც მოიმატებს. ზამთარში, ტურისტული სეზონის დატვირთვის გაზრდაა მოსალოდნელი. აზერბაიჯანთან მიმართებაშიც ანალოგიური სცენარი განვითარდება. მითუმეტეს, რომ ენერგომატარებლების 80% იმპორტზე მოდის და ქვეყანას სხვა რესურსები არ გააჩნია.“ - აცხადებს ბიზნესმენი.

გიორგი რამიშვილი თავის კოლეგებს, ეკონომიკის ექსპერტებს, ასევე მაღალკვალიფიციურ ენერგეტიკოსებს ეთანხმება, ვინც ჰიდრორესუსრების აუთვისებლობას ქვეყნის ინტერესების ხელის შეშლად აფასებს და მიაჩნია, რომ ამისათვის, მხოლოდ საკუთარი ეკონომიკისადმი მავნებლური დამოკიდებულების კვალიფიკაციის მიცემა შეიძლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100