სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანიამ ვაკის მოსახლეობას ახალი შუქნიშნის პროექტი გააცნო

კოალიციაქართული ოცნებისთბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დღეს ვაკის მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩის კვეთაზე მდებარე შუქნიშნის სქემის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნო, რომელიც არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქში განხორციელდება.

პროექტის ავტორია შპს „საქგზამეცნიერება“. პროექტის განხორციელება შესაძლებელს გახდის ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ბაგებისა და კავსაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების ახალ, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შესვლას, რაც თავისთავად ჭავჭავაძის გამზირს განტვირთავს.

„ვფიქრობ ჩვენი პროექტი პრობლემის მოგვარების ეფექტიანი გზაა. მოქალაქეების რეკომენდაციებისა და საქმიანი წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ ერთად შევიმუშავებთ ქალაქის განვითარების ახალ გენერალურ გეგმას, ერთად ვიზრუნებთ თბილისის უბნებზე, მის ეკოლოგიასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე და ერთად ვაქცევთ თბილისს განვითარებული ეკონომიკის მქონე კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო ქალაქად, რომელიც დაიბრუნებს რეგიონის ცენტრის ფუნქციას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100