სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორე: მრუშობის ცოდვა მთელ მსოფლიოს მოედო

მრუშობის ცოდვა მთელ მსოფლიოს მოედო, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II- საკვირაო ქადაგებისას. პატრიარქმა ამ ცოდვის შესახებ გუშინ, მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

"საოცარია მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება. საოცარია მისი დასაწყისი და აღსასრული. მარიამ ეგვიპტელი სულ პატარა იყო, როცა სახლიდან წავიდა და თავისუფალ ცხოვრებას მიეცა. ის წლების განმავლობაში მრუშობდა. სასწაულებრივად შევიდა იერუსალიმის ტაძარში და შემდეგ იორდანეს უდაბნოში. მას შეხვდა ბერი ზოსიმე და ამ ბერმა გადმოგვცა მისი ცხოვრების ამბავი. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება იმდენად ახლობელია ჩვენთვის. ახლობელია იმიტომ, რომ ცოდვა – მრუშობა თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს. იშვიათია ვინმე, ვინც ამ ცოდვას თავს დააღწევს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ჩვენს უძლურებას, უფალი ხედავს, რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია და უფალი კურნავს. სიყვარული კურნავს ადამიანს, ღმერთი არის სიყვარული. დღეს, როცა ეს ცოდვა მთელს მსოფლიოს მოედო, ჩვენ შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ძალა, მოგვცეს მადლი სულისა წმინდისა, უფალმა მოგვცეს კურნება სულისა და ხორცისა", – განაცხადა ილია II-მ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100