სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის სათავო ოფისში საჯარო მეტყველებაში კონკურსი ჩატარდა

27 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის, ქვეყნისწამყვანი ბანკის, სათავო ოფისში, მისამართზე გაგარინის ქ. 29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებითა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს, საქართველოს ბანკისა და BP–ის მხარდაჭერით, ჩატარდა კონკურსი საჯარო მეტყველებაში16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის. კონკურსში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი 2014 წლის 12 მაისს გაემგზავრება ლონდონში, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობისთვის სულ შერჩეული იყო 9 ახალგაზრდა– თბილისის სხვადასხვა საშუალო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტი.კონკურსანტებს უნდა მოემზადებინათ 5 წუთიანი გამოსვლა თემაზე „საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ბენეფიტები“. კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდენ: ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ESU საქართველოს პრეზიდენტი მარინა ციციშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისაპარატის მთავარი მრჩეველი ეკა სეფაშვილი, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ–ქართული სკოლის ხელმძღანელი კრისტოფერ გრინფილდი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე.

საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში უკვე 17 წელია ტარდება.

რედაქტორებისთვის:

„ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ შესახებ

„ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი“ (The English Speaking Union, ESU) დაარსდა ლონდონში 1918 წელს, როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი კი პრინცესა ანა. ერთ დროს, ESU–ს თავმჯდომარე სერ უინსტონ ჩერჩილი იყო. კავშირშს, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 60–ზე მეტი ქვეყანა, კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. ESU სარგებლობს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100