სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ"

მიშამ მითხრა, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ ამ აჟიოტაჟის ატეხვა ერთ მიზანს ემსახურება, რომ გამოძიების ნორმალური მსვლელობიდან და არსებითი საკითხებიდან ყურადღება გადატანილ იქნას სკანდალურ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუშლის გამოძიებას და აკეთებენ ამ საქმის პოლიტიზაციას, რომ გაიკეთონ მერე ფარი, რომ ამ პოლიტიკური დევნის მიღმა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც არსებობს. რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანი იყო დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობდით გამოძიებაზე და მე შემიძლია, შევაჯამო ეს სიტყვები მიშას სიტყვებით. მიშამ მითხრა: მთხოვე რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე. ეს არის მისი სიტყვები", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100