სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭავჭავაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა - დაშავებულია დედა-შვილი

ზურაბ ჭავჭავაძის (ყოფილი შეროზიას) ქუჩაზე აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია.

გამოძიება უკვე დაწყებულია, რის შემდეგაც დადგინდება აფეთქება გაზის გამათბობელმა გამოიწვია თუ გაზქურამ. მისივე თქმით, აფეთქების შედეგად საშუალოზე მძიმე დამწვრობა მიიღეს დედა-შვილმა. გიორგაძის ინფორმაციით, დაშავებულები დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.
აფეთქება იტალიური ეზოს ორსართულიან ბინაში მოხდა. შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია. ასევე აფეთქებას მოჰყვა ნგრევაც. ჭავჭავაძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო ბრიგადები და სამართალდამცველები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100