სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წუხელ გოგოლა კალანდაძის ავტომობილს თავს დაესხნენ

მსახიობ გოგოლა კალანდაძეს წუხელ ღამით ავტომობილი დაუმტვრიეს. ეს ინფორმაცია გოგოლამ სოციალურ ქსელში, სტატუსის მეშვეობით გაავრცელა. ინციდენტთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად droni.ge მსახიობს დაუკავშირდა.

გოგოლა კალანდაძე: იცით რა მგონია ვიღაც „ბაცნების“ გაკეთებულია, ადრე, რომ იყო გახსოვთ მანქანის საბურავებს, რომ აზიანებდნენ და მსგავსი ამბები აი ეგეთი სიტუაციაა. უკანა მინა არის ჩამსხვრეული, რამე, რომ იყოს ჩამოვარდნილი და ზედ დაცემული მანქანაზე, ხომ ვნახავდით ამას, აშკარად ძალით არის ჩამტვრეული, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რატომ ან ვინ გააკეთა. მანქანიდან არაფერი არაა წაღებული, არავისზე არ მაქვს ეჭვი და წარმოდგენაც არ მაქვს რა მოხდა. დილით ჩემი შვილი სკოლაში, რომ მიდიოდა მაშინ აღმოვაჩინეთ ეს ფაქტი, სამწუხაროდ ავტომობილი დაზღვეული არ მყავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100