სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება 2016 წელს სტამბოლში ჩატარდება

სტამბოლში - (კონსტანტინეპოლში) მიმდინარე დიდი ასამბლეის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღვრები და წარმომადგენლობა, დაადგინა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი.

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება ჩატარდება 2016 წელს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი, თურქეთი) წმ. ირინეს ტაძარში ანუ იქვე სადაც ჩატარდა მეორე მსოფლიო კრება (381 წელს იგივე კონსტანტინეპოლის I კრება) თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა, და ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსესუსის პრინციპით და ერთხმად. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მომაზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამას და დეტალებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა:

“ ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია ყველა დღის წესრიგში შეტანილი საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებულ იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსესუსით; ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე , გავამყაროთ ჩვენი პოზიციები” – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მართლმადიდებლობის ზეიმზე საკვირაო ლიტურგიაზე, რომელშიც ყველა მართლმადედებელი პატრიარქის მონაწილეობდა, თანამწირველობის შემდეგ საზეიმოდ იქნა წაკითხული ასამბლეის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ეკლესიის მიერ იქნა ხელმოწერილი (დროებით, ანტიოქიის გარდა). ასამბლეის მიმართვაში ნათქვამია, რომ მართლმადიდებლური ეკლესიები გამოხატავენ ერთ ნებას და ერთიანად მოუწოდებენ მშვიდობისაკენ მსოფლიოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100