სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მარგებელი ჰოლდინგის“ პროდუქცია Gulfood 2014-ზე 1000-ზე მეტმა ვიზიტორმა დააგემოვნა

"მარგებელი ჰოლდინგი" საერთაშორისო გამოფენიდან "Gulfood 2014" დაბრუნდა. გამოფენაზე, რომელიც 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „წყალი მარგებელის“ პროდუქცია.

Gulfood-ი კვების მრეწველობის სფეროში უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4500-ზე მეტი კომპანიის 20 000 ბრენდი, ხოლო დამთვალიერებელთა რაოდენობა 80 000-ს აღწევს. გამოფენა 23 თებერვალს გაიხსნა და 27 თებერვლამდე გაგრძელდა.

ჩვენი კომპანიები წელს პირველად მონაწილეობდნე გამოფენაზე საკუთარი სტენდით, სადაც დაინტერესებულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ მარნეულისა და წყალი მარგებელის პროდუქცია. გამოფენა წარმატებული გამოდგა, როგორც მარნეულის სასურსათო ქარხნისთვის, ასევე წყალი მარგებელისთვის. 5 დღის განმავლობაში მარგებელი ჰოლდინგის სტენდს დაახლოებით 40-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი დაინტერესებული კომპანიის, მსხვილი სავაჭრო ქსელისა და საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენელი ესტუმრა. თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური მოლაპარაკება გავმართეთ, გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია; ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათთან ერთად სამომავლო პერსპექტივების და გეგმების დასახვა,“ - აღნიშნავს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი ირინა გაფრინდაშვილი.

23-27 თებერვლის განმავლობაში სტენდთან ვიზიტორების რაოდენობამ 1000 ადამიანს გადააჭარბა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული პროდუქტი დაეგემოვნებინათ. „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობდა. „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ტრადიციულმა სოუსებმა და საწებლებმა, როგორიცაა აჯიკა, წითელი და მწვანე ტყემალი, ცოცხალი პომიდვრის საწებელი, პომიდვრის საწებელი. დამთვალიერებლები მოიხიბლნენ ასევე მარნეულის სასურსათო ქარხნის ტკბილეულით და მურაბების ფართო არჩევანით. განსაკუთრებით უცხო და საინტერესო აღმოჩნდა, კაკლის, საზამთროს და სამოთხის ვაშლის მურაბები.

კომპანია გამოფენაზე მონაწილეობას მომავალ წელსაც მიიღებს. "Gulfood 2015", ისევ დუბაიში, უკვე 8-12 თებერვალს გაიმართება.

მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგისნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-ზე მეტი დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანიამარნეული აგროდა ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100