სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში სამგზავრო მატარებელმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, ლიანდაგებთან იდგა და ახლობელს აცილებდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100