სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსპერტები პრემიერს ხუდონჰესის საკითხზე სპეციალური თემატური ჯგუფის შექმნის წინადადებით მიმართავენ

ექსპერტთა ოთხეული – ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი საინფორმაციო სააგენტო “პირველის“ პრეს-კლუბში 4 მარტს, 12 საათზე მორიგ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

ბრიფინგის თემა: ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე საინვესტიციო საბჭოს ფორმატში კომისიურად სპეციალური თემატური ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომლის შემადგენლობაში ეკონომიკური პროფილის სამინისტროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა შევლენ მხარის მაჟორიტარი დეპუტატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, მესტიის გამგებელი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი. აღნიშნულმა ფორმატმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს და ეფექტური გახადოს კომუნიკაცია ხელისუფლებას, ინვესტორ კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, უზრუნველყოს ჯერ კიდევ შეუთანხმებელი თუ სადაო ტექნიკური საკითხების გარკვევა-გადაწყვეტა და მნიშვნელოვნად გააადვილოს მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა. ამავდროულად, მაქსიმალურად დააჩქაროს და მეტად ეფექტური გახადოს თავად პროექტის განხორციელების პროცესი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100