ჩხუბი სასამართლოსთან (ვიდეო)

მას შემდეგ რაც ვანო მერაბიშვილს, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა,საქალაქო სასამართლოს შენობის წინ თავისუფალი ზონის წევრებს და ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შორის ინციდენტი მოხდა.

სიტყვიერი შეურაწყოფის შემდეგ ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციის განსამუხტად ჩართულები იყვნენ საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია. დაკავებულია რამდენიმე პირი. მათ შორისაა კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივის'' წევრი ლაშა ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილს სასამართლომ 4 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარი