ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროცესს ვანო მერაბიშვილიც ესწრება.
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარდგენილი ბრალდება 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ვანო მერაბიშვილს რამდენიმე კვირის წინ განაჩენი ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზეც გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეეფარდა.

კომენტარი