სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ კაიკაციშვილი: "ხუდონჰესის პროექტის განხორციელებისთვის ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს"

ორ საათზე მეტია სასტუმრო სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გრზელდება კონფერენცია თემაზე: "ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები." კონფერენციაში მონაწილეობენ თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებიდან; წარმომადგენლები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტიდან, ასევე, უსაფრთხოებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოებიდან.

შეხვედრაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

"ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სრული განსახლება შეეხება ზედა ხაიშის, ქვედა ხაიშის, გაღმა ხაიშის, ზედა წვირმინდის, ქვედა წირმინდის, ლუხის, ლახანისა და ჭერის სოფლებს. განსახლება შეეხება 769 ადამიანს, რომელიც შეადგენს 184 ოჯახს. განსახლების ადგილას მდებარეობს 224 საცხოვრებელი სახლი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კომპენსაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის, „მსოფლიო ბანკის“ 4/12 სამოქმედო პოლიტიკისა და საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული „განხორციელების ხელშეკრულების“ შესაბამისად. კომპენსაციის სახეებს შეადგენს: სრული ფულადი კომპენსაცია, უძრავი ქონების გადაცემა, ასევე უძრავი ქონების გადაცემა და ფულადი კომპენსაცია.

საზოგადოებაში გრძელდება მსჯელობა, რამდენად მიზანშეწონილია მესტიის მუნიციპალიტეტში „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელება, თუმცა საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული, ხშირ შემთხვევაში, არ არსებობს ზოგადი წარმოდგენაც კი, რა მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიცავს პროექტის იურიდიული მხარე. რაც შეეხება ამ მხარეს, მინდა აღვნიშნო, რომ "ხუდონჰესის პროექტის განხორციელებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს" _ განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

აღნიშნულ კონფერენციას ესწრება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივისა" და "სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100