მოძრაობას "ხუდონი უნდა აშენდეს" სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

2 თებერვალს, გალერეა "ბეთ ჰაიმში" სტუდენტურმა მოძრაობამ "ხუდონი უნდა აშენდეს" წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრის მსვლელობისას, მოძრაობის ლიდერებმა შეაჯამეს და განიხილეს განვლილი პერიოდი და ახალ წევრებს მოძრაობის სტრატეგია და მიზნები გააცნეს. ასევე, ერთობლივად შემუშავდა უახლოეს მომავალში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმები.

„სტუდენტური მოძრაობა "ხუდონი უნდა აშენდეს ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა და მოხარულები ვართ, რომ ამ დროისთვის ჩვენ უკვე შემოგვიერთდა უამრავი სტუდენტი სხვადასხვა უნივერსტეტებიდან" - განაცხადა მოძრაობის ლიდერმა მიხეილ კირცხალიამ.

ამ დროისათვის, მოძრაობაში გაწევრიანებულები არიან როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

მოძრაობის მიზანი არის, უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის "ხუდონჰესის" შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების ფართო ფენისათვის და პროექტის მსვლელობის ხელშეწყობა.

კომენტარი