ანორექსიის სიმპტომები

ანორექსია გახლავთ კვების დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი მუდამ ცდილობს წონაში დაკლებას. მისი ნიშნები:

ანორექსია და მოდა» პათოლოგიური სურვილი გახდომისკენ, წონის ვარდნა, მადის დაკარგვა;

წონის მომატების პანიკური შიში;

წონის მყისიერი ვარდნა, ობიექტური მიზეზების გარეშე;

საკუთარი თავზე ზედმეტი წონის ყოველწუთიერი განცდა, მითუმეტეს თუ ახლობლები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ;

ცუდი ძილი;

თითოეული ლუკმის გადაყლაპვისას, დანაშულის განცდა;

ფეხზე ჭამა, საკვების დაქუცმაცება;

გამოკვეთილი დეპრესია საკუთარ წონასთან მიმართებაში;

სიფერმკრთალე;

სიცივის შეგრძნება;

არითმია;

მომატებული გაღიზიანებადობა;

წყენა;

მოვლითი მრისხანება;

მუდმივი მცდელობა ისაუბროს დიეტებზე და სხვა საშუალებებზე. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი ზღვარი 12-24 წლებს შორის მერყეობს, თუმცა არის სხვა შემთხვევებიც, ამიტომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შვილებს და ზოგჯერ უნებლიედ თავადვე არ უბიძგონ ამისკენ.

კომენტარი