სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყველაზე მეტად ქალბატონი მაიას გამოხმაურებამ გამამწარა, თითქოს ვაკეში მათხოვრობა მირჩევნია...“

რატომ თქვა კეთილმოწყობილ სახლზე უარი ჟანა ვახტანგიშვილმა- ჟურნალი „გზა“ ამაზე ახალ მასალას აქვეყნებს.

„მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც „პროფილმა" ჩემთვის გააკეთა, მაგრამ მერე, ქალბატონი მაიას მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება საჭირო არ იყო. პირადად მე, ყველაზე მეტად ქალბატონი მაიას გამოხმაურებამ გამამწარა, თითქოს ვაკეში მათხოვრობა მირჩევნია სამტრედიაში ცხოვრებას.

გადაცემის ჩაწერიდან მესამე დღეს, გადამღებ ჯგუფთან ერთად სამტრედიაში წავედი. მართლაც, კეთილმოწყობილი ერთოთახიანი ბინა დამხვდა, სადაც დადგეს ერთი საწოლი, კარმა, გაზქურა და ცხელი წყალიც დაამონტაჟეს. შვილს გეფიცებით, სიმართლეს გეტყვით: როდესაც მათ დავუსვი კითხვა: აქ როგორ უნდა ვიარსებო-მეთქი? მიპასუხეს: - რაღაცას ვიზამთო. მერე სამტრედიელმა მეზობლებმაც უთხრეს, - აქ ცხოვრება ძალიან ძნელია. ეს ქალი ბავშვით ხელში, აქ რომ მოიყვანეთ, რა უნდა ქნას, თავი რით უნდა ირჩინოს? ჩვენ, ადგილობრივებსაც გვიჭირს თავის გატანაო. ყოველთვიური დახმარება დავუნიშნეთო, - რომ ამბობენ, მათი დახმარება თვეში 50 ან 100 ლარი იქნებოდა. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას - სამტრედიაში თუ წავიდოდი, სოციალურად დაუცველის სტატუსი მომეხსნებოდა. კომფორტულ ბინას რომ ნახავდნენ, მერე ვინ დამეხმარებოდა?

სამტრედიაში 2 დღე ვიყავი, მესამე დღეს კი დავკეტე კარი და წამოვედი. ვფიქრობ, იქიდან რომ წამოვედი, მაიას მეზობლები დაუკავშირდნენ. მან კი იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის დაერეკა და ეკითხა, რა მოხდა, რატომ წამოხვედიო, თავის ტელემაყურებელს მიმართა დიდი ტექსტით, - ჟანას სამტრედიაში ცხოვრება არ უნდაო.

იმ სახლის გასაღები კი, მაქვს, მაგრამ როგორც გავიგე, ჩემი წამოსვლის შემდეგ კარზე სხვა საკეტი გაუკეთებიათ და ამ გასაღებით ვეღარ ვისარგებლებ. სამტრედიაში წასვლას თუ დავაპირებ, მათ დავურეკავ და ალბათ, გასაღებს მომცემენ. ვფიქრობ, ამხელა სკანდალის აგორება არ იყო საჭირო, მაგრამ... ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს ამქვეყნად. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული ის არის, რომ საპატრიარქო ჩემს მხარეს არის, მათი მხარში ამოდგომა ძალიან მაძლიერებს.

მაქვს შანსი, თბილისში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის აშენებულ ბინებში გამომიყონ საცხოვრებელი ფართობი. ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება ბავშვთა სახლის დირექტორი. მან რეკომენდაცია გამიწია და დაადასტურა, რომ მართლაც უსახლკარო ვარ და არაფერი გამაჩნია. თუკი სამტრედიაში სახლი მექნება, თბილისში ბინას არავინ მომცემს, ჰოდა, ამიტომ ვიკავებდი თავს. თუკი მართლა მიშოვიან სამსახურს, აუცილებლად წავალ და ვიცხოვრებ სამტრედიაში, ჩემს შვილთან და ავადმყოფ ქმართან ერთად. ჯერჯერობით კი მსგავსი არაფერი შემოუთავაზებიათ.

ამ 20 წლის განმავლობაში პირველად დავუშვი შეცდომა, როცა გადაცემა „პროფილში" მივედი. ამას ძალიან ვნანობ, იქ არ უნდა მივსულიყავი. რატომ? - გადაცემის გასვლის შემდეგ იმდენი ვინერვიულე, რომ იყო საშიშროება, მუცელი მომშლოდა. ასი წლის სიცოცხლე მომაკლდა", -აცხადებს ის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100