სად და როგორ აგრძელებს აშშ მარიხუანას ლეგალიზებას?

აშშ-ს შტატ ნიუიორკში მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ლეგალიზაციას გეგმავენ. შტატის გუბერნატორის ენდრიუ კიომოს განმარტებით 20 საავადმყოფოს მიეცემა უფლება ავადმყოფებს მარიხუანა რეცეპტით გამოუწეროს. საუბარია კიბოთი, გკაუკომათი და სხვა რამდენიმე სენით დაავადებულ პაციენტებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიუხედავად ნიუ-იორის შტატში მარიხუანას ბალახის მოყვანა ლეგალიზებული მაინც არ იქნება.

აშშ-ში მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენება პირველად 1996 წელს კალიფორნიის შტატში იქნა ნებადართული, მას შემდეგ იგივე კანონი კიდევ 19 შტატში მიიღეს და ნიუ-იორკი სულ მალე გახდება 21-ე შტატი, სადაც მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ლეგალურია.

კომენტარი