სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს დედა პარასკევა გამოცხადების შესახებ?

მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე დილიდან ისევ ხალხმრავლობაა. მომლოცველები სამთავროს დედათა მონასტერთან მისვლას ცდილობენ, რათა მამა გაბრიელს სურვილების შესრულება სთხოვონ. მცხეთაში გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.
რაც შეეხება დედა პარასაკევას, როგორც მან ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ მამა გაბრიელის საფლავს სთხოვა, ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა. მისი თქმით, არ ყოფილა არც გამოცხადება და არც ხილვა.
დედა პარასკევამ ისიც აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100