სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“საკუთარ თავსა და ოჯახზე წელიწადში 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი არ მეხარჯება”

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანაში განხორციელებული სხვადასხვა პროექტებისთვის 3 მილიარდი აქვს გაღებული. ამ თემაზე მან forbes-თან ინტერვიუში ისაუბრა.

forbes-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მას საქართველოს მოსახლეობამ მხარი, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

„ხალხს ნანახი არ ვყავდი, თუმცა სმენოდა ჩემზე. მე არასოდეს ვამბობდი, რას ვაკეთებდი, თუმცა ინფორმაცია ჟონავდა. მე ხომ 20 წლის განმავლობაში ვეხმარებოდი ქვეყანას, ამას როგორ დამალავ. ასობით კილომეტრი მოასფალტებული გზა ავაშენე, იქ, სადაც ადრე სატვირთო მანქანებიც კი ვერ გაივლიდა. უამრავი სხვა რამეც გავაკეთე".

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, მსგავს პროექტებზე რამდენი დაუხარჯავს ყოფილ პრემიერს.

„სრულად, 3 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორისაა სახელმწიფოსადმი გაწეული დახმარება, რაც ოფიციალურად არ ფორმდებოდა. ასევე, მეგობრებისა და ახლობლების დახმარება. საკუთარ თავსა და ოჯახზე წელიწადში 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი არ მეხარჯება.

რაც შეეხება არჩევნებს, პრაქტიკულად, არაფერი დაგვიხარჯავს. ჩვენ არანაირი რეკლამა არ გვქონდა. სულ "ნაციონალური მოძრაობის" რეკლამა იყო, ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს - მხოლოდ კომუნისტური პარტია. ძალიან დამეხმარა შვილი, ბერა, რეგიონებში ათობით ათასი ადამიანი მიდიოდა მის კონცერტებზე", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=11405

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100