სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

თბილისის მერს გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება. საუბარია საერთო ჯამში 48 მლნ ლარის გაფლანგვაზე, რომელიც არა თბილისის განვითარებას, არამედ "ნაციონალურ მოძრაობას" მოხმარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში ამ წუთებში საგანგებო პრესკონფერენცია იმართება.
პროკურატურაში არ კეთდება განცხადება, დაკავებულია თუ არა თბილისის მერი გიგი უგულავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100