სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევენ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას "არასერიოზულს" უწოდებენ. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ დოლიძემ განაცხადა.

ამასთან, არ არის გამორიცხული მერაბიშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურამ ოფიციალური განცხადებაც გააკეთოს.

ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.

"პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ "ვითანამშრომლებდი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის "ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100