სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აპირებს ნორვეგია შვეიცარიისგან ციხეების დაქირავებას?

ნორვეგიამ თავის მეზობელ შვეიცარიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დაქირავების თხოვნით მიმართა. ამ გზით ნორვეგიას სურს მოაგვაროს საპატიმრო კამერების დეფიციტის პრობლემა, რომლის გამოც ნორვეგიელ პოლიციელებს დამნაშავეების გათავისუფლება უწევთ. ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით ამ დროისთვის ქვეყანაში არსებობს 1.2 ათასი დამნაშავე, რომლებსაც ციხეში ადგილი ესაჭიროებათ.

„ჩვენ აღარ შეგვიძლია შექმნილ სიტუაციაში ცხოვრება. ჩვენს ციხეებში დიდი რიგებია, ამის გამო დავუკავშირდით შვეიცარიის მხარეს, რათა განვიხილოთ ციხის დქირავების შესაძლებლობა. ჩვენი მხრიდან ეს სასწრაფო გადაწყვეტილებაა, მომავალში რათქმაუნდა მოხდება ახალი ციხეების აშენება, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ვფიქრობ ეს შვეიცარიელებისთვისაც სასარგებლო ნაბიჯი იქნება, რადგან მათ ციხეებში ბევრი თავისუფალი ადგილი აქვთ“ - განაცხადა ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ანდერს ანუნდსენმა. მისივე ინფორმაციით შვეიცარიის ციხეებში ადგილის დაქირავებას ნორვეგია 2014 წელს დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგია არ გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელიც შვეიცარიას მსგავსი თხოვნით მიმართავს. 2010 წელს ბელგიამ სასჯელის მოსახდელად შვეიცარიაში 500 პატიმარი გაგზავნა, რისთვისაც შვეიცარიას 30 მილიონი ევრო გადაუხადა.

რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას შვეიცარიაში, აქ დანაშაულის დონე იმდენად დაბალია, რომ 2013 წელს 4 ციხე დახურეს. „ჩვენ შეგვიძლია სასჯელაღსრულების ინფრასტრუქტურის ნაწილის დახურვა, რადგან მოცემულ მომენტში ჩვენ ისინი არ გვჭირდება“ - განაცხადა შვეიცარიის სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელმა ნილს ობერგმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100