სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. დავით ბაგრატიონ მუხრანელ ბატონიშვილი თავის მიმართვაში კონსტუტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით ოჯახის მოსაზრებას გამოთქვამს.

"მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი - გიორგი უწმინდესმა და უნეტარესმა საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტუტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა და რომ ჩემი ოჯახი მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ პროცესში. ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმევა არც ერთი ნაბიჯი ქართველ ხალხთან და ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ერისა და ასევე ჩემი ოჯახის თავისუფლებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს დავით ბაგრატიონ მუხრანელ ბატონიშვილი აწერს.

კომენტარი