სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილის ინაუგურაციას შესაძლოა ედუარდ შევარდნაძე დაესწროს

მარგველაშვილის ინაუგურაციას შესაძლოა ედუარდ შევარდნაძე დაესწროს.

სააგენტო ipn-ს ცნობით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ედუარდ შევარდნაძის თანაშემწემ განუცხადა, იგი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება თუ ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს. ამასთან, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ჯერჯერობით მათ ოფიციალური მიწვევა არ მისვლიათ.

ასევე, პრესსამსახურის ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არც ერთ ინაუგურაციასა და ოფიციალურ ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა. როგორც გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, 17 ნოემბერს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეული იქნებიან მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100