მერაბიშვილის წერილი მოსამართლეს

ბატონო მოსამართლევ,

ჩემი აზრით, ქუთაისის სასამართლომ უკვე არაერთგზის მიიღო უკანონო გადაწყვეტილება - ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება და სასამართლო პროცესებზე ბრალდებისთვის 4000-მდე მოწმის დაკითხვის საშუალების მიცემა.

წინა სასამართლო სხდომაზე მე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, რომ არ ჩაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, რის პასუხადაც თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვირაში სამ პროცესსაც კი ჩაატარებდით. თქვენმა განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში მე არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს. დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები.

პატივისცემით,

ვანო მერაბიშვილი

კომენტარი