სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ყოველ 15 წუთში”- ინიცირებული ავარია და ცოცხალი მკვდრები

ყოველ 15 წუთში ავტოკატასტროფაში იღუპება ადამიანი. ბავშვი, კაცი, ქალი, თუ მოზარდი, მნიშვნელობა არ ააქვს, სიკვდილთან ყოველი ჩვენგანი თანასწორია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შერვუდის უმაღლეს სკოლაში ჩატარდა აქცია სახელწოდებით “ყოველ 15 წუთში”. დროის ამ შუალედით სტუდენტები სიმულირებულ კატასტროფაში “იღუპებოდნენ”. აქციის მიზანი საზოგადოების ყურადღების გამახვილება არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის საშიშროების შესახებ იყო.

სტეფინა სნოუდენს ერთ-ერთ “ცოცხალ მკვდრად” აქცევენ. მას შესაბამის მაკიაჟს უკეთებენ და დღის განმავლობაში ეკრძალება საუბარი და ხალხთან კონტაქტი.

ამავდროულად ბილი ოურენი, ამავე სკოლის სტუდენტი, სიკვდილს განასახიერებს. იგი კორიდორების გავლით საკლასო ოთახებში შედის და ახალ მსხვერპლს ეძებს, რომელსაც სისოცხლის მხოლოდ 15 წუთიღა დარჩა.

“სიკვდილმა” მორიგი მსხვერპლიც შეარჩია. მანამ, სანამ შერჩეულ მსხვერპლს საგრიმიოროში გააგზავნიან და აქციისთვის მოამზადებენ, საკლასო ოთახში პოლიციის ოფიცერი მომავალი გარდაცვლილის შესახებ მცირე ნეკროლოგს კითხულობს, რომელიც სტუდენტის მშობლებმა შეადგინეს.

მორიგი შერჩეული სტუდენტი/მსხვერპლი, ჯეკი მონრო უკვე შენიღბულია. მას შავი ფერის მაისური აცვია წარწერით “Every 15 Minutes” (ყოველ 15 წუთში).

სკოლის ავტოსადგომზე კი ამ დროს ავტოავარიაა ინსცინირებული.

პროგრამაში მაშველებიც არიან ჩართულნი. ისინი სპეციალურ ჰიდრავლიკულ ხელსაწყოს იყენებენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაზარალებულის ავტომობილიდან ამოყვანა.

მას შემდეგ რაც, სტუდენტი “იღუპება”, პოლიციის თანამშრომლები მის ნათესავებს გარდაცვლილის შესახებ ატყობინებენ. აქციას ამავდროულად აკვირდებიან სკოლის სხვა მოსწავლეებიც.

რობერტ ოლსენმა კი ტესტი სიფხიზლეზე წარუმატებლად გაიარა, ამიტომაც მას ციხეში გაუშვებენ. ესეც პროგრამის ნაწილია.

ავტოკატასტროფის დროს დაზარალებული ლიზი ელჯინი კი რეანიმაციაში გადაჰყავთ.

დღის ბოლოს კი ბრენდონ ელისონი და სხვა სტუდენტები დამკრძალავ ბიუროში მიჰყავთ. აქცია სახელწოდებით “ყოველ 15 წუთში” აჩვენებს სტუდენტებს, თუ რა შორს შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილით მოძრაობამ მიგიყვანოს.

აქციის დასრულების შემდეგ “ცოცხალმა მკვდრებმა” ნეკროლოგები წაიკითხეს თავიანთ შესახებ. მათ ამ დროს უკვე მაისურები ეცვათ წარწერით “today it was me.” (დღეს ეს მე ვიყავი).

იმავე ღამეს ისინი სახლში არ მიიყვანეს და სხვაგან დააძინეს, რათა ეგრძნოთ, თუ რას ნიშნავს, როდესაც ოჯახისა და მეგობრებისგან შორს იმყოფები.

აქციის დროს არავინ დაღუპულა და ციხეშიც არავინ გაუგზავნიათ. ეს ყველაფერი იყო დადგმული, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო, სანამ საჭესთან დასხდებოდნენ.

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ კი მსგავსი ტიპის აქციები ჩვენთანაც გაიმართებოდა. ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი აქაც არანაკლებია. დროა საზოგადოება გონს მოეგოს და კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ საკითხზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100