სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალაიას განაჩენი გამოტანილია - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილბით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძეს და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.
თავდაპირველად განსაზღვრული სასჯელი 5 წელს შეადგენდა, თუმცა ამნისტიის შედეგად ერთი მეოთხედის შემცირების შემდეგ, სასჯელმა 3 წელი და 9 თვე შეადგინა.

ამასთან, ბაჩო ახალაიას 2,3 წლით თანამდებობაზე დანიშვნა შეეზღუდება და ამავდროულად დაეკისრება 4000-ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებს.
ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე. აღნიშნულ პირებს ბრალი ედებათ არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში. ამ საქმეში დაზარალებულებად ე.წ. კანონიერი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები არიან ცნობილი.

საქმე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განიხილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100