საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენება იწყება

„ქარის ენერგიის გამოყენება იწყება“ განცხადებას აღნიშნული სათაურით ენერგეტიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს,

„ქარის ენერგიის გამოყენება მზის ენერგიის მსგავსად ძვირადღირებული პროექტი იყო ბოლო დრომდე, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შემცირდა ქარის ტურბინების ფასი, რამაც ქარის ელექტროსადგურები ეკონომიკურად რენტაბელური გახადა. ქარის ენერგია განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის გარემოზე ყველაზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს. ის იკავებს მცირე ტერიტორიას, მისი მშენებლობის პერიოდი განისაზღვრება რამდენიმე თვით, (6-8 თვე). მიმდინარე წელს ენერგეტიკის სამინისტრომ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გადავწყვიტეთ ქარის საპილოტე პროექტის დაწყება, . შესწავლის შედეგად, პირველი პროექტისთვის შეირჩა ეს კონკრეტული ტერიტორია გორთან, სამომავლოდ „ქართლის“ ქარის ელექროსადგურის დადგმის მიზნით.ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ქარის ენერგიის ათვისებას და ქვეყნისთვის მოხმარებას, ამ ენერგიის გამოყენება ყველაზე დიდი დახმარება იქნება ჰიდროპროექტების მერე ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით.“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარი